GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძე: მარტვილის რაიონს საკუთარი შემოსავლებით ცხოვრების პოტენციალი აქვს
12:25 12.06.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დღეს მარტვილის რაიონის სოფლებში ხვდებიან მოსახლეობას.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც ბანძასა და ნახუნაოში შეხვედრების შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა, მარტვილის რაიონს აქვს პოტენციალი საკუთარი შემოსავლებით იცხოვროს.

"ეს კუთხე ხე-ტყის რესურსებით მდიდარია და ეს სიმდიდრე პირველ რიგში სწორედ მარტვილის რაიონის მოსახლეობას უნდა ხმარდებოდეს. ხე-ტყის რაციონალურად ჭრის პირობებში მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება მოიპოვონ ლიცენზიები და  დამამუშავებელი საწარმოები აამუშაონ. აქაც ისევე, როგორც ტყით მდიდარ სხვა რეგიონებში უნდა ხორციელდებოდეს როგორც სანიტარული, ისე სამრეწველო ჭრა, რაც თავად ტყის შენერჩუნების და გადაბერებისგან დაცვისთვის არის საჭირო. აღარაფერს ვამბობ ჩაის კულტურაზე, რომლის გასაღების შიდა ბაზარი ხარისხიანი ჩაის შემთხვევაში მუდამ იარსებებს ",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში კარგად შეიძლება მარტვილის ბუნებრივი სიმდიდრის და საკურორტო პოტენციალის გამოყენებაც. "როგორც ჩანს მარტვილს არც წინა ხელისუფლებები წყალობდნენ და ახლაც  ნაკლებად არის ეს რეგიონი ყურადღების ცენტრში. მარტვილს სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება, რომ  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ნაკრები ევროჩემპიონატის კენჭისყრის მე-5 ჯგუფშია განთესილი1
მძლეოსნობის ფედერაციამ და „ჰაიდელბერგცემენტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს2
კომპანია ACT-იმ ახალი მინისტრების რეიტინგები გამოაქვეყნა3
პატრიარქმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს ოქროს ზოდი შესწირა4
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" დაკავებული აქტივისტები მოინახულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X