მთავრობამ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობასთან
დაკავშირებით, ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.
კანონპროექტის
– „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ ინიცირება
ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის განცხადებით, პროექტი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებებიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება
ცვლილებებს, პროექტით განისაზღვრება – სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფორმირების წესი, მისი სამართლებრივი სტატუსი, სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები, ასევე ამ ფუნქციების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისთვის დელეგირების წესი, ასევე ხდება პალატის მიერ მომსახურების ელექტრონულად გაწევის შესაძლებლობის და ამის შესაბამისად მომზადებული დოკუმენტების იურიდიული ძალის განსაზღვრა.
internet.ge