პუშკინის მოედნის პერიმეტრი კვლავ პოლიციამ და მოსკოვის სხვა ოპერატიულმა სამსახურებმა დაიკავეს. ამის მიზეზი ოპოზიციის აქციაა, რომელზეც ქალაქის ხელისუფლებამ სანქცია არ გასცა.
პუშკინის მოედანზე ამ დროისათვის იმყოფება სერგეი უდალცოვი თავის მომხრეებთან ერთად. ისინი მორიგ „სამუშაო შეხვედრას“ ატარებენ. მემარცხენე ფრონტის ლიედრი აპირებს ამგვარ შეხვედრებს ტრადიციული სახე მისცეს და ის ყოველ შაბათს ჩაატაროს. ეს ერთგვარი სამზადისია 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს დაგეგმილი ოპოზიციის აქციისთვის, რომელსაც „სახალხო მარში“ ან „მილიონების მარში“ ეწოდება.
ამასთან, კინოთეატრ „პუშკინსკის“ წინ შეიკრიბა მართლმადიდებელ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც უდალცოვის გამოჩენისთავანვე ლოცვების კითხვა დაიწყო.
ბოლო ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე სამართალდამცავთა რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა რაოდენობა არც ისე ბევრია.
Internet.ge