ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლაზიკას მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობით ინტერესდება.
როგორც
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ბაღათურიამ
განაცხადა, ის ინტერესდება, რა თანხა არის გამოყოფილი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლაზიკას ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის.
ბაღათურიას
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ძაგნიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლაზიკას მშენებლობის პროექტს მხოლოდ სახელმწიფო არ დააფინანსებს, არამედ მასში მონაწილეობას
კერძო ინვესტორებიც მიიღებენ.
„პირველადი, საბაზო ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს. შემდეგ კი ეს სიგნალს
ადგილობრივ და უცხოელ კერძო ინვესტორებს მისცემს და ცალკეული პროეტების განხორციელებაშიც უფრო კერძო სექტორი იაქტიურებს“, –
დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებით, ლაზიკას საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული სტატუსი ექნება, რომელიც ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს.
internet.ge.