საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, საქართველოში, არცერთ მაუწყებელს მაუწყებლობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს.
როგორც
„გლობალ ტვ”-ის სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით, ჟურალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, ქვეყნაში ნებისმიერ ადამიანს აქვს აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი – ინფორმაცია რომელი ტელეკომპანიისგან მიიღოს.
„უფრო მეტიც, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს საშუალება ნებისმიერი არხის ეთერში თავისი პოზიცია გააჟღეროს. ამიტომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ პრობლემები ნაკლებია. სიხშირეები მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესით არის განაწილებული და მათზე კანონით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება. შესაბამისად, ზოგს სიხშირული სპექტრით გავრცელების საშუალება აქვს, ზოგს კი - სატელიტით“, – დასძინა
კუბლაშვილმა.
internet.ge