ბელგრადში,
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის
(BSEC) წევრი
ქვეყნების
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სხდომა გაიმართა.
საქართველოს
დელეგაციას
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია
ხელმძღვანელობდა, რომელმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
მინისტრის
მოადგილემ
ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, რაც წარმატებული რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობაა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ BSEC-ში არსებული კონფლიქტები და პოლიტიკური უთანხმოებები ხელს უშლის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან იმედი გამოთქვა, რომ BSEC ყურადღებას გაამახვილებს წევრ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაწყვეტაზე და შეიმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე კონსულტაციების ქმედით მექანიზმებს.
მინისტრთა საბჭომ განიხილა BSEC-ის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი სტამბოლის დეკლარაციის პროექტი, ფინანსური საკითხები, BSEC-ის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, BSEC-ის დამკვირვებლის სტატუსის განახლების საკითხები, ასევე BSEC-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები.
BSEC-ის მომავალ
საქმიანობასთან
დაკავშირებით
მინისტრებმა
მიიღეს შესაბამისი რეზოლუციები, გადაწყვეტილელები
და რეკომენდაციები.
მინისტრის
მოადგილემ,
დავით ჯალაღანიამ ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ზდრავკო პონოშთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი.
Internet.ge