პარლამენტმა, ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 106 ხმით, ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პროექტის განხილვისას, კონსტიტუციის მე-3 მუხლს მე-5 პუნქტი დაემატება, რომლის თანახმად, კონსტიტუციას ჩანაწერი დაემატება - ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.
შავი ზღვის სანაპიროზე
გაშენებული ქალაქი ლაზიკა ოთხ სხვადასხვა ზონას გააერთიანებს - საცხოვრებელ,
დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებს, ასევე ტურისტულ და სპეციალურ ეკონომიკურ
ზონებს.
შეგახსენებთ, რომ
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ავტორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
ცვლილებებზე მსჯელობა ერთი თვის განმავლობაში, ექსპერტებთან ერთად ქვეყნის
მასშტაბით მიმდინარეობდა.
ამასთან, პროექტის ინიცირება ერთი თვის წინ მოხდა და მას
საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის
ამოწურვამდე დაამტკიცებს.
Internet.ge