GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილს სამეგრელოს მოსახლეობა პრეზიდენტის სახელის სკანდირებით დახვდა
10:51 13.06.2012
დღის სიახლეები

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის სამეგრელოში ვიზიტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ბიძინა ივანიშვილი გუშინ მოულოდნელად ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში ჩავიდა და ქოჩუების ოჯახს ეწვია, ლიდერმა სოფლის მეურნეობის თემაზე ისაუბრა.

ქოჩუების სახლთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც 70 წლამდე ასაკის ადგილობრივი ქალბატონი მილიარდელთან კითხვის დასასმელად არ მიუშვეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ადგილობრივ ქალბატონს, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნის მნიშვნელობაზე ივანიშვილის მოსაზრების მოსმენა აინტერესებდა. ქალბატონი ორი სამხედროს დედაა, რომლებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში იღებენ მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“  ლიდერთან ერთად ზუგდიდში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა.

ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ოდიშის ცენტრშიც. სოფლის ცენტრში შეკრებილები ცდილობდნენ გაერკვიათ რატომ გაახსენდათ ‘’ოცნების" ლიდერებს სამეგრელო მხოლოდ წინასაარჩევნოდ.

ერთ-ერთმა ქალბატონმა ბიძინა ივანიშვილი მხარდაჭერისთვის ფულის დარიგების მცდელობაში დაადანაშაულა.

სოფლის მკვიდრმა ირაკლი ალასანიას კონკრეტული თანხაც დაუსახელა. ქალბატონის მტკიცებით,  „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები მოსახლეობას 20-დან 40 ლარამდე თანხას სთავაზობდნენ ივანიშვილთან შეხვედრის სანაცვლოდ.

ამასთან, ოდიშის ცენტრში შეკრებილები დაინტერესდნენ სად იყო ყოფილი სამხედრო პირი ირაკლი ალასანია, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამ სოფლებს საფრთხე შეექმნათ.

ირაკლი ალასანიამ ამ ადამიანების საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ სოფლის ცენტრში.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვა, რომელიც სამეგრელოს რაიონში ბანდ-ფორმირებების არსებობას გულისხმობდა, ამ ინფორმაციის ავტორმა ირაკლი ალასანიამ უპასუხოდ დატოვა.

ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ის აცნობიერებს სად იმყოფება, მაგრამ შიშის გრძნობა არ გააჩნია.

„ვიცი რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ვერ გაბედავენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ოდიშიდან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ორულუში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტის სახელის სკანდირებით დახვდნენ.

კოალიციამ აღნიშნული ინციდენტი დღეს გავრცელებულ განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.

„შეხვედრას რიგითი მოქალაქეების გარდა "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სცადეს ბიძინა ივანიშვილისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელი შეეშალათ. ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ლიდერს სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვაზე შეკითხვებს უსვამდნენ“, - მიიჩნევენ ‘’ქართულ ოცნებაში".

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარმანია: ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი უკან დაუბრუნდა1
ალექსი პეტრიაშვილს ორი მოადგილე ეყოლება2
პარლამენტმა ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა3
საქსტატში მსოფლიო ბანკის ექსპერტები იმყოფებიან4
ახალგაზრდამ, ფულის დაუფლების მიზნით, შეყვარებული რვაფეხათი მოკლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X