GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტი საერთაშორისო დამკვირვებელთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებს ჩამოაყალიბებს
13:24 13.06.2012
დღის სიახლეები

მომავალ კვირას, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელთა შერჩევის ახალი კრიტერიუმები ჩამოყალიბდება.

პარლამენტში წარდგენილ პროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ან ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში დამკვირვებელს გამოგზავნის, საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების მიმართ პატივისცემას უნდა გამოხატავდეს.

ამასთან, მათ საარჩევნო პროცესის ხელშეშლისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ.

მისიებს ასევე მოეთხოვებათ ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭირვალეობა.  

ცვლილებებით, სადამკვირვებლო მისიებს საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების ძირითადი პრინციპების და დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვაც მოეთხოვებათ.

როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, პროექტში მინიმალური კრიტერიუმებია მოცემული, რომელსაც ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია დააკმაყოფილებს.

„შესაძლოა, რუსეთს საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისა და ვითარების არევის სურვილი გასჩენოდა. თუ სახელმწიფო საქართველოს სუვერენიტეტს და კანონმდებლობას არ აღიარებს, მით უმეტეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, საარჩევნო პროესში მისი მონაწილეობის მოტივაცია გასაგებია“, – აცხადებს კანონმდებელი.

საარჩევნო კოდექსში ტექნიკური ცვლილებაც შედის, რომლის თანახმად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთი დამკვირვებელი შეიძლება იყოს წარდგენილი.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს1
პარლამენტი საერთაშორისო დამკვირვებელთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებს ჩამოაყალიბებს2
თბილისს არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრება3
„სტუდენტური ხმა“ თსუ-თან აქციას გამართავს4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X