ბენდუქიძე: 2008 წლის ომით მოსკოვმა მხოლოდ აგრესორის სახელი და ეკონომიკური პრობლემები „მოიგო“
2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა უფრო მეტი წააგო ვიდრე საქართველომ - განუცხადა რადიო „ეხო მოსკვის“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.
ის მიიჩნევს, რომ ამ ომით რუსეთმა ყველას აჩვენა, რომ ის აგრესორია და ამიტომაც, დღეს აღარვის სჯერა მისი მშვიდობისმყოფლობის.
„დღეს ყველა ხედავს რუსეთის ჭეშმარიტ სახეს. ქვეყნის შიგნითაც, ამან (ომმა)არანაირი კოსნოლიდაცია არ მოიტანა. და ჩვენ გვსემის, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს, ნაწილობრივ, ამასთან არის კავშირში. არ არის ისეთი რაღაც, რომ აი, ვთქვათ, ჩვენ რომ ასე მაგრად ვიომეთ საქართველოსთან, ხელისულებას, ამის გამო, რაღაც მასობრივი მხარდაჭერა ჰქონდეს. რა მოიგო რუსეთმა ამ ომით? არაფერი. მან უბრალოდ გააფორმა სიტუაცია დე-ფაქტოდ, როცა ოკუპირეულ იქნა აფხაზეთი და ოსეთი. რუსული გაგებით, მან დე-იურე ოკუპაცია მოახდინა. ანუ, დღეს რუსული თავლსაზრისით, ის, როგორღაც, თითქოს, კანონიერად იმყოფება ამ ტერიტორიაზე, არა? აი, სულ ეს არის, რაც რუსეთმა მიიღო“ - განაცხადა ბენდუქიძემ.
მისი თქმით საქართველო ყოველთვის თვლიდა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. და თუ ადრე მსოფლიო საზოგადოებას შეეძლო ეთქვა - „იცით, ეს მაინც არაა ოკუპირებული, არამედ სადაო ტერიტორიებია და რუსეთიც არაა ოკუპანტი, არამედ დგას რაღაც დაგომისის ხელშეკრულებით…“ დღეს ამის თქმა უვე უხერხულია, - აცხადებს ბენდუქიძე.
რაც შეეხება საქართველოს თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეშვებასთან დაკავშირებით. კახა ბენდუქიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში საქართველომ კონკრეტული შედეგი მიიღო. კერძოდ, რუსეთმა ხელი მოწერა დოკუმენტებს, სადაც აღიარებულია განსაკუთრებული სტატუსი იმ ტერიტორიებისა, რომლებასც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის.
„ეს დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა… მოხდება ტვირთების მონიტორინგი, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გაივლის. ამით კი საერთაშორისო საზოგადოება და რუსეთი, აღიარებენ ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სტატუსს და ეს ნიშნავს, რომ აქ წერტილი არ არის დასმული - დასმულია მძიმე და საქართველო გააგრძლებს ინიციატივებს ამ ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით“ - განუცხადა „ეხო მოსკვის“ ბენდუქიძემ.
რაც შეეხება სეპარატისტების გულისწყრომას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებშიც ოკუპირებული რეგიონები „კორიდორებადაა“ წოდებული, სადაც მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ სოხუმსა და ცხინვალში.
„რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება სოხუმს და ცხინვალში. რუსეთი მოიქცა აბსოულუტურად ეგოისტურად, ანუ, საჭირო იყო მსო-ში შესვლა, რადგან ეს იყო ჯერ პუტინის, შემდეგ კი მედვედევის ერთ-ერთი ძირითადი დაპირება. და მან ჩათვალა, რომ არ ღირდა დროის ხარჯვა იმაზე, რომ აზრი ეკითხათ, ამ თითქოსდა, სუვერენული აფხაზეთისათვის ან სამხრეთ ოსეთისათვის. ამის დრო არ იყო და დათანხმდნენ კიდეც მონიტორინგზე“ - განაცხადა ბენდუქიძემ.
მას მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი, ოკუპირებული რეგიონები ეკონომიკურად დააინტერესოს და კვლავაც მოიზიდოს.
Internet.ge