კაციტაძე: რუსეთთან მოკეკლუცე ძალის გამარჯვების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქრება
შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო აჩევნები ქვეყნის საგარეო კურსზეც
აისახება. ამის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი
კომისიის თავმჯდომარემ „iTV“-ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მამუკა კაციტაძის თქმით, 1012-2013 წლების არჩევნები სხვა
არჩევნებისგან განსხვავებით, ქვეყნის პრესტიჟთან ერთად, ნატოში გაწევრიანების
პირობა შეიძლება გახდეს.
„არჩევნებში ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან მოკეკლუცე ძალის გამარჯვების
შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქრება. მმართველი გუნდის მსგავსად,
ეს ოპოზიციური ძალა არჩევნებში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს.
ჩვენ დღეს რბილად რომ ვთქვათ იმ შეცდომების ხარჯზე, რასაც მმართველი
გუნდი უშვებს, ნატოს ასპირანტ ქვეყნად ვსახელდებით, მაგრამ თუ არჩევნებში რუსეთის
მიმართ ლოიალურმა ძალამ გაიმარჯვა, ქვეყანა არჩეულ კურსს გადაუხვევს“,- განაცხადა
კაციტაძემ.
ამასთან „მემარჯვენეების“ ლიდერმა მსგავსი კოალიციებისა და გაერთიანებების
უახლოესი ისტორიებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მათი პარტია 2007 წელს ქუჩაშიც
იდგა, მაგრამ ბოლოს პარლამენტის გარეთ მხოლოდ ისინი დარჩნენ.
„მითხარით, როგორ უნდა ვენდო იმ ხალხს, რომლებიც ხან ერთ ბლოკში არიან
ხან კი მეორეში. ისინი სააკაშვილის სიებში პირველ ნომრებს ინაწილებდნენ.
ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ეს პოლიტიკურ პროცესი გადამალახინეთ და მერე რამეს
ვიზამთო. ასე მოხდა 2008 წელს, როცა „ახალმა მემარჯვეენეებმა“ საკანონმდებლო
ორგანოში შესვლაზე პრინციპული უარი ვთქვით, მაგრამ სხვებმა სააკაშვილის
მრავალპარტიული პარლამენტის იდეა გააპრავეს“,- დასძინა „ახლების“ ერთ-ერთმა
ლიდერმა.
internet.ge