ბათუმში, „ნაციონალური
მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ბათუმის ამჟამინდელი მერი, რობერტ ჩხაიძე
იქნება.
ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს სანდო წყარომ
აცნობა.
მისი ინფორმაციით, ჩხაიძის
კანდიდატურასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძემ მიიღო.
გუშინ,
‘’ინტერნეტ.ჯი" წერდა, რომ აჭარის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, სწორედ ვარშალომიძე შეარჩევს.
ამ
მოწვევის პარლამენტში აჭარას, ექვსი დეპუტატი წარმოადგენს, შესაბამისად, ვარშალომიძეს მაჟორიტარების შერჩევა
ბათუმის გარდა, კიდევ ქობულეთში, ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში მოუწევს.
internet.ge