საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონს სტუმრობდა
19:43 13.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზესტაფონში იმყოფებოდა, იგი ტექნიკური მომსახურების ცენტრს ესტუმრა, სადაც ახალი ტექნიკა და არსებული ლაბორატორიები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებიც აგროტურში იღებენ მონაწილეობას და იმ ტექნიკურ თუ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომლებსაც მათ მომსახურების ცენტრი სთავაზობს. ქვეყნის პირველმა პირმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებიც მათთვის მეტად მნიშვნელოვანი ან პრობლემურია.
პრეზიდენტმა ყურადღება მგავსი ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავარია, ამ ცენტრების მეშვეობით ფერმერებმა და გლეხებმა ახალი ტექნოლოგიები აითვისონ და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ შესაბამისი კონსულტაცია და ცოდნა ადგილზე, საკუთრი რაიონიდან გაუსვლელად მიიღონ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|