GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ქართველთა დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
10:16 14.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა.

„რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადება. აღსანიშნავია, რომ მის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა უკვე უწოდეს „ქართველებზე ნადირობის გამოცხადება“  - აღნიშნავს საგარეო უწყება.

„ნიშნადობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი მთლიანად ამართლებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევბს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმსხვერპლა ეთნიკური დევნის კამპანიამ. 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ. სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს.

აქვე გვინდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო ასქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით „ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში“, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისათვის, რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს1
მეცნიერები იმის გამო დააპატიმრეს, რომ მიწისძვრის პროგნოზი ვერ გააკეთეს2
ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო3
რუსეთი „მისტრალებს“ ორ წელიწადში მიიღებს4
23 ოლქი, რომელშიც ცესკოს პირველადი მონაცემებით, ‘’ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X