GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: ჩვენთვის ჯანდაცვა ცხოვრების დონის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია
12:51 14.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობდა ჯანდაცვის სექტორი, თუმცა ახლა ეს ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ჯანდაცვა ცხოვრების დონის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

„2006 წელს მე საზოგადოებას დავპირდი, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა იქნებოდა ისეთი, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. რაც შეეხება განათლებას მომავალი წლიდან ყველა სკოლა ისე იქნება გარემონტებული, როგორც ინგლისში, ამერიკაში, შვეიცარიაში. ყველა სასწავლებელი კომპიუტერებით იქნება აღჭურვილი. ასევე, გაიხსნება ახალი ტექნიკური სასწავლებლები. რაც შეეხება სამედიცინო განთლებას, ამ კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რამდენიმე წლის წინ, ჩვენ პრაქტიკულად აღარ გვქონდა ჯანდაცვა, ეს სექტორი აღარ იყო. თუმცა საქართველოში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 100 საავადმყოფო-150 საავადმყოფოს პროგრამად გადაიქცა.

„ადრე ყველა იცინოდა და ამბობდა სად არის 100 საავადმყოფოო, ახლა ამ თემაზე ყველა გაჩუმდა. 100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოს პროგრამად და უმეტეს ადგილებში ეს უკვე აშენებულია, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მოხდა პერსონალის ოპტიმიზაცია და ბევრი ადამიანი გადამზადდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატი უხეშობისთვის დაჯარიმდა1
"მაესტრო" სატელიტური ანტენების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დარიგებას დათანხმდა2
აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ინტენსიური წვრთნა მიმდინარეობს3
ცესკოს ხმათა 99.5 პროცენტი დათვლილი აქვს4
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X