კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 17 ივნისს 19:00 საათზე
გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.
მათი თქმით, მანიფესტაციის გამართვის შესახებ ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილის სახით კოალიციას დღეს
მიაწოდა.
„ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის ადგილი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გამოეყო“,-
ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციამ მსგავსი სახის მშვიდობიანი მიტინგი 27 მაისს თბილისში და 10
ივნისს ქუთაისში გამართა.
Internet.ge