საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს, იაცეკ სარიუშ ვოლსკის და ევრონესტში, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა იმ საკითხების, რეკომენდაციებისა და ანგარიშის თაობაზე იმსჯელეს, რომლებიც ევრონესტის ხვალინდელ პლენარულ სესიაზე უნდა განიხილონ.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, საქართველოს ევროპული მისწაფებისა და იმ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელთა განხორციელების შედეგად, საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შეძლო.
გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული არჩევნების შესახებ და ამ პროცესში, ევროპელ პარლამენტართა და დამკვირვებელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში, ხვალ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილების" - ევრონესტის პლენარული სესია გაიმართება, რომელსაც ქართველ დეპუტატებთან ერთად, ევროპელი სტუმრები დაესწრებიან.
აზერბაიჯანში, დაგეგმილ სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში იმსჯელეს.
ევრონესტი - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 6 ქვეყნის (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის და მოლდავეთის) 10-10 პარლამენტარსა და ევროპარლამენტის 60 დეპუტატს აერთიანებს.
Internet.ge