აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა
განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში, თუკი არ შეიცვლის
დამოკიდებულებას სირიასთან მიმართებაში.
საერთაშორისო საზოგადოება
სულ უფრო და უფრო მეტ ზეწოლას ახდენს რუსეთზე სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით. მსოფლიო
ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთის ხელისუფლება, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს პრეზიდენტ
ბაშარ ასადთან მიმართებაში.
დასავლეთი დარწმუნებულია,
რომ არაბული სახელმწიფო სამოქალაქო ომისკენ მიექანება, რუსეთი კი ამ მოსაზრებას არ
იზიარებს.
საფრანგეთი აპირებს წინადადებით
მიმართოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის შესრულება
სავალდებულო გახდეს კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისთვის.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრი
და ვეტოს უფლების მფლობელია, ძალის გამოყენების სანქციებს მხარს არ დაუჭერს.
Internet.ge