ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის
რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
კონსულტაციები, ევროპულ საქმეთა, ევროინტეგრაციის,
საერთაშორისო
ორგანიზაციებისა
და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
დეპარტამენტების
წარმომადგენლების
მონაწილეობით
ჩატარდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას,
მხარეებმა
მიმოიხილეს
საქართველოსა
და პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობაზე.
საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობების არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრებზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების
გაგრძელების
აუცილებლობა.
ქართულმა
მხარემ პოლონურ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ.
შეხვედრებისას,
პოლონურმა
მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
Internet.ge