მმართველი
გუნდის წევრი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ხიზრი ალდამოვის მხოლოდ წარსულზე
უნდა ისაუბროს, რადგან მისი როგორც პოლიტიკოსის ფასი ნულის ტოლია.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“- ს წიკლაურმა განუცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან
დაკავშირებით, ალმადოვის განცხადება რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქცია იყოს.
„ქართულ მხარეს არაერთხელ მოუსმენია საქართველოში საიდუმლო სამხედრო ბაზების არსებობისა და ტერორისტების მომზადების შესახებ განცხადებები, თუმცა ამის აღარც მათ სჯერათ, ვინც მსგავს ინფორმაციებს ავრცელებს. ალდამოვმა თავისი განცხადებით, თავის 25 წლის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე პრაქტიკულად უარი თქვა. როდესაც, ადამიანი თავის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით ამბობს უარს, რა თქმა უნდა, აქ ეჭვი ჩნდება, რომ ეს არ არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და სხვა მოტივაცია არსებობს. ამ მოტივაციას კი ფარდა მისმა განცხადებამ ახადა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება. ამ განცხადების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციაა. ამავდროულად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონოდა მისი ახლობლების დანიშნების მცდელობას. საზოგადოებამ ხიზრი ალდამოვის მხოლოდ წარსულზე
უნდა ისაუბროს, რადგან მისი როგორც პოლიტიკოსის ფასი ნულის ტოლია“, – დასძინა მან.
Internet.ge