GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჟენევის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
15:35 01.04.2012
დღის სიახლეები

უშედეგოდ დასრულდა ჟენევის მოლაპარაკების მე-19 რაუნდი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვედრზე აქვეყნებს. საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, საბოლოოდ რუსეთს მაინც მოუწევს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე გამოეხმაურა ქართული მხარის მიერ გაჟღერებულ შეშფოთებას „კავკასია 2012"-ის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით და განუმარტა მას, რომ ხსენებული წვრთნები მოიცავენ მხოლოდ ოპერატიულ-საშტაბო სწავლებას და მათში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსეთის ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც საკუთრივ რუსეთის ტერიტორიის მიღმა არიან დისლოცირებული. ქართული მხარე დაელოდება რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების მხრიდან აღნიშნული განცხადების ოფიციალურ დადასტურებას და მდგომარეობის რეალურ განვითარებას, ვიდრე ხსენებულ სიტუაციას შემდგომ ოფიციალურ შეფასებას მისცემს.

ქართული მხარის მიზნად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა დისლოკაციის იმ ადგილებში, სადაც ისინი განთავსებული იყვნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებამდე.

დისკუსია ჟენევის მოლაპარაკებებზე სამი საკითხის ირგვლივ მიმდინარეობდა, დევნილების ღირსეული და უპირობო დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო მონიტორინგის აღდგენა და რუსეთის მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა. ჟენევის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსი ექსპერტი: რუსეთმა ბელორუსისგან შეიძლება აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება მიიღოს1
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს2
თმის შეღებვის გამო გოგონას მწვავე ალერგიული ფონი განუვითარდა3
რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მოსწავლემ პედაგოგს სცემა4
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია და ინფორმაცია გრანტების შესახებ ხვალ გამოქვეყნდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X