ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ,
კარდაკარის პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა.
კომისიის წევრები, იმ პოლიტიკურ და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სიების გადამოწმების პროექტს ახორციელებდნენ.
ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კომისიის თავმჯდომარის მამუკა
კაციტაძის განცხადებით, იმ ცალკეულ სუბიექტებს, რომლებიც სიების გადამოწმებას
საკუთარი ძალებით ახორციელებს შეუძლიათ კომისიასთან ითანამშრომლონ და საკუთარი
სიები წარუდგინონ.
„არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სუბიექტებს 15 ივლისამდე საშუალება
ექნებათ, ამომრჩეველთა ერთიან სიებში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზისა და
უზუსტობის შესახებ კომისიას მომართონ,
რათა ეს ნაკლოვანებები ბაზაში შესწორდეს“,- განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, კანონის მიხედვით ამომრჩეველთა სიების გადამოწმების
კომისიამ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები 1-ელ აგვისტოს უნდა დადოს.
„სიები გაცილებით ზუსტი იქნება ვიდრე სხვა არჩევნებში. ჩვენ გვაქვს
ამბიცია, რომ სიებს შორის ცდომილება ერთნიშნა ციფრი იყოს“,- განმარტა კაციტაძემ.
internet.ge