GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაჭყებია: სახელმწიფოს მიერ შემოყვანილ ტრაქტორებს ნაესაკოვოელები სამუზეუმო ექსპონატებს ეძახიან
16:00 15.06.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს მართავენ. დღეს „მემარჯვენეები“ აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოს მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც ადგილობრივებთან შეხვედრაზე ნანანა ნაჭყებიამ განაცხადა, აბაშა სასოფლო პროდუქციის წარმოების მხრივ ყოველთვის სტრატეგიული რაიონი იყო. დღეს კი, ხელისუფლების არაეფექტური სასოფლო–სამეურნეო პოლიტიკის შედეგად არა თუ რაიონის პოტენციალის გამოყენება, არამედ ამ მიმართულებით, პერსპექტივაც ძნელი დასანახია.

„ნაესაკოვოელები ამბობენ, რომ გლეხებს კერძო ტრაქტორების დაქირავება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ შემოყვანილი ტრაქტორების. ფასთა შორის სხვაობა 50 ლარი და ხშირ შემთხვევაში, მეტიც კი არის და ისიც სანთლით საძებნი აქვთ. სახელმწიფოს მიერ შემოყვანილ ტრაქტორებს ნაესაკოვოელები სამუზეუმო ექსპონატებს ეძახიან. თუმცა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ტრაქტორების მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელია. შედეგად, მაგალითად სიმინდის მოსავლის მოყვანა გაცილებით დიდ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე მოყვანილი სიმინდის რეალიზაციით მიღებული შემოსავალია,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ანჯელის მასივი, რომელიც წარსულში სასოფლო სამეურნეო პროდუქციით მთელ რაიონს ასაზრდოებდა, დღეს უტრანსპორტობის და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობის გამო პრაქტიკულად დაუმუშავებელი და აუთვისებელია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ნიგვზიანის ინციდენტს განიხილავს1
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)2
ვანო მერაბიშვილი: თქვენი შვილების უსაფრთხოების გარანტი პირადად მე ვარ3
სირიამ დაადასტურა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს4
Windows 8 ოფიციალურად ოქტომბრიდან გაიყიდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X