აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ჰილარი
კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია,
რომ „მალე აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები მთელს მსოფლიოში დაიწყებენ ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტების მიღებას ორივე რეგიონის მცხოვრებთათვის (აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის), რომლებსაც მათი გამოყენება სურთ“.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ეს შერიგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი
ნაბიჯი იქნება, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას, ასევე ხელს შეუწყობს
გადაადგილების თავისუფლებას და ადამიანებს შორის კონტაქტს, - საქართველოს
სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
internet.ge