საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეული
დღეს დაიხურება.
კვირეულს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში
ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ.
ვიცე-პრემიერის პრესსამდივნოს ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ნატოს კვირეული 11 ივნისს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა
წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ გახსნა.
Internet.ge