GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აშშ არალეგალ იმიგრანტებს ამნისტიას ანიჭებს
10:13 16.06.2012
დღის სიახლეები

აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ამნისტია გამოუცხადოს ახალგაზრდა არალეგალ იმიგრანტებს და მათ ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის შესაძლებლობა მისცეს. ამის შესახებ ოფიციალურად პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა. მისი ინიციატივა შესაძლოა 800 000-მდე ადამიანს შეეხოს.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ჟანეტ ნაპოლიტანომ განმარტა, თუ ვის შეიძლება შეეხოს ამნისტია. კანდიდატები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: აშშ-ში ჩამოსული უნდა იყოს 16 წლის ასაკში მშობლებთან ერთად და ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს მინიმუმ 5 წელი; ამ პერიოდის განმავლობაში დამთავრებული უნდა ჰქონდეს სკოლა, ან მოხდილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური, და არც ერთხელ არ უნდა ჰქონდეს დარღვეული კანონი; ამასთანავე, მოცემული დროისთვის, მისი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ვინც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შეუძლია დარჩეს ამერიკაში და მიიღოს მუშაობის უფლება 2 წლით, ამ ვადის გახანგრძლივების პერსპექტივით. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს არ ნიშნავს მოქალაქეობის მინიჭებას - ამასთან დაკავშირებით ცალკე განაცხადის შეტანაა საჭირო.

იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, დეპორტაციას გაუკეთებენ. გასულ წელს ამერიკიდან 400 ათასი ადამიანი იქნა დეპორტირებული. წინასწარი ინფორმაციით, წელსაც არანაკლებ მაჩვენებელს ელიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფეთქება ჭიათურის მაღაროში1
გოგონას, რომელსაც მაღლივ კორპუსთან თავს დაესხნენ, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა2
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა3
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება4
პროფკავშირები მაღაროელთა გაფიცვას უერთდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X