"ქრისტიან-დემოკრატიული"
მოძრაობის შუახევის
ორგანიზაციის
თავმჯდომარე კოალიცია „ქართულ
ოცნებაში“ გადავიდა. ამის
შესახებ განცხადება გურამ ამაღლობელმა
"ქართული
ოცნების"
ბათუმის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამაღლობელმა ყოფილი თანაგუნდელები
ხელისუფლების სატელიტობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად პარტია კიდევ ექვსმა წევრმა დატოვა.
"აღმოჩნდა, რომ ქდმ ხელისუფლების სატელიტია. ამის გამო, უარს ვამბობ ქდმ-ს შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე და, ჩემს თანამოაზრეებთან
ერთად, გადავდივარ კოალიცია
"ქართული
ოცნება"-ში,
- განაცხადა
გურამ ამაღლობელმა.
ამაღლობელი
"ქართული
ოცნების"
შუახევის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.
Internet.ge