პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გარდაბნის ცენტრში, მოსახლეობას შეხვდა, სადაც
ადგილობრივებმა ძირითადი აქცენტი სოციალური პრობლემების მოგვარებასა და უმუშევრობაზე
გააკეთეს.
შეხვედრის შემდეგ კი, სპიკერი ქვემო
ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო,
რომელიც გარდაბანში
რამდენიმე
თვეა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სრულად მოხდება - კულტურის სახლის ფასადის, სცენის, დარბაზისა და ჰოლის რეაბილიტაცია. ასევე, შენობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამასთან,
დავით
ბაქრაძე გარდაბნის თბოელექტროსადგურაც ესტუმრა, სადაც სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო და საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა.
სპიკერმა თბოელექტროსადგურის თანამშრომლებთან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო
გეგმებზე ისაუბრა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში
2012 წელს
არის დაგეგმილი.
დავით ბაქრაძემ
გამოსვლისას, განსაკუთრებული
ყურადღება
სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის, ასევე სკოლების რეაბილიტაციის პროექტებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ გარდაბანში და საქართველოში არ დარჩება არც ერთი სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც არ ჩატარდება.
Internet.ge