ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესებში
საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე
განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოებში ივანიშვილის
საქმეები განზრახ ჭიანურდება, რადგან ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნებში მოქალაქის
სტატუსით ვერ მიიღოს მონაწილეობა.
„სასამართლოებში ივანიშვილის წინააღმდეგ
სულ სამი პროცესი მომდინარეობს. ერთი ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ეხება,
დანარჩენი ორი კი დაჯარიმების საკითხს. სასამართლო ამ შემთხვევაში ხელისუფლებისა
და პრეზიდენტის ნების აღმსრულებელი გამოდის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, საქართველოში მართლმაჯულების
ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა დაფიქსირდა, როდესაც კოალიციის ლიდერს მოკლე ვადაში დიდი ფულადი სანქცია დაეკისრა.
internet.ge