ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ისინი
ინფორმაციას ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისგან იღებენ, რომლებიც თავისი ნებით
მიდიან კოალიციაში და ხელისუფლების შიგნით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას
აწვდიან.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ივანიშვილის პრესსპიკერმა აღნიშნული ადამიანების ვინაობა არ
დაასახელა, მისი თქმით, მათი გვარების გამხელის შემთხვევაში ეს ადამიანები
თანამდებობებს დაკარგავენ.
„ ირაკლი სესიაშვილთან და მის მეგობარ ზაზა ჭელიძესთან დაკავშირებული
ამბავი არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი შეთითხნილი პროვოკაცია. ‘’ქართულ
ოცნებას" არავის მოსყიდვა არ სჭირდება რაიმე სახის ინფორმაცია რომ მოიპოვოს,
რადგან ჩვენ იმაზე მეტ ინფორმაციას ვიღებთ ვიდრე საჭიროა. ძალიან ხშირად ჩვენ
ხელისუფლებაში მყოფი ადამინები გვაწვდიან ამბებს, ისინი თავიანთი ნებით მოდიან და
გვეუბნებიან ყველა იმ ფაქტს, რომელიც მათი აზრით იმსახურებს ყურადღებას.
დამატებითი ძალისხმევა არ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რას ფიქრობენ ხელისუფლებაში, ან პოლიციაში“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მათთან არა დაბალი რანგის წარმომადგენლები, არამედ ხშირად
საშუალო და მაღალი რანგის მოხელეები მიდიან.
internet.ge