საქართველოს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამაარსებელი კახა
ბენდუქიძე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეკონომიკურ რეგრესს
ვარაუდობს. ამის შესახებ მან „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„ივანიშვილის
გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუკი ისინი სამოქმედო გეგმად თავიანთ
პოპულისტურ განცხადებებს გამოიყენებენ, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დაიხევს
უკან და ბიზნესი ამას მალე იგრძნობს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვალი აუცილებლად
გაიზრდება.“
გადრა
ამისა, მან „ქართული ოცნების“ ლიდერის შანსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება:
„რამდენადაც
ივანიშვილმა ეს კოალიცია შექმნა, მან ამ ადამიანებს რაღაც უნდა მისცეს. ვგულისხმობ
თანამდებობებს და ა.შ. თუმცა მის გუნდში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვხედავ,
რომლებიც თავის მოსყიდვის საშუალებას არ მისცემენ. მაგრამ, თუ სიმართლე გინდათ,
ვფიქრობ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა - ეს ფანტასტიკის ჟანრის სცენარია,“ -
განაცხადა ბენდუქიძემ.
Internet.ge