პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება ცხრა ქვეყანაში.
პრეზიდენტის მიერ შვეიცარიის
კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია – ირაკლი
ყურაშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – ბექა დვალი, კანადასა და საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (იკაო) ალექსანდრე ლაცაბიძე, თურქეთის რესპუბლიკაში – ზურაბ პატარაძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში – ზურაბ ალექსიძე, არგენტინაში – გელა
სეხნიაშვილი, ეთიოპიიის ფედერაციულ
დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვახტანგ ჯაოშვილი, ბელარუსიის რესპუბლიკაში – დავით კოტარია და ბულგარეთის რესპუბლიკაში – ლევან
მეტრეველი.
აღნიშნული
კანდიდატურების შესახებ, მიმდინარე კვირას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტი იმსჯელებს და საკანონმდებლო ორგანო კანდიდატურებს მომავალი კვირის
სამშაბათის სხდომაზე დაამტკიცებს.
Internet.ge