საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, აქციები პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქცია არც პირველია და არც უკანასკნელი.
როგორც
ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა განუცხადა, ხელისუფლება ხალხის რაოდენობას არ ითვლის, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, აქციაზე თუ ვინ იყო ადგილობრივი და ვინ სხვა რაიონიდან ჩასული.
„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია, მათ
შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და თავისი აზრი გამოთქვან. ეს, დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში რომ ხალხს უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას, ეს კარგია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებისთვის. დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს, რაც უცხოეთიდან ინვესტიციების შემოსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს“, – აცხადებს დეპუტატი.
internet.ge