საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, ისრაელის პარლამენტის დეპუტატები, საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფიდან, ქნესეთის წევრ ავრაამ მიხაელის ხელმძღვანელობით მიიღო.
შეხვედრის
დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამართლებლივი ბაზის შემდგომი სრულყოფის საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
internet.ge