ბიძინა
ივანიშვილის
პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში,
თუ "სოციალ-დემოკრატებს", რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარი ეყოლებათ, არჩევნებში კოალიცია, მთელი თავისი რესურსით, მათ კანდიდადტს მხარს დაუჭერს.
ფანჯიკიძის
თქმით, ურთიერთგაგების შემთხვევაში, საარჩევნოდ სხვადასხვა პარტიასთან თანაშრომლობა შესაძლებელია.
“გია
ჟორჟოლიანს
ბიძინა ივანიშვილი პირადად შეხვდა. მათ ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობაზე.
მიუხედავად
კოალიციისა
და "სოციალ-დემოკრატების" პარტიის განსხავებული პოლიტიკური პლატფორმისა, პრინციპულ საკითხების შეჯერება მოხდა”,- განაცხადა ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
Internet.ge