ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოპულიზმში სდებს
ბრალს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე, ახვლედიანმა
აღნიშნა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომ უკვე 10 მილიარდიანი თამასუქები გასცეს.
„ჩვენც გვინდოდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დაგვერეკა და ეს შეკითხვა დაგვესვა, მაგრამ სამწუხაროდ, ის ტელეფონს არ აიღებს და ამაზე პასუხი საერთოდ არ აქვს, თუ საიდან გაჩნდა 10 მილიარდიანი დაპირებები და პოპულიზმში დადანაშაულება. სხვათაშორის, ჩვენ ძალიან მიზანმიმართული დაპირებები გვაქვს“, – დასძინა მან.
ამას გარდა, ახვლედიანი
ომის ვეტერანებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების საკითხს შეეხო და
განაცხადა, რომ მათი პრობლემის გადაჭრა 10 მილიარდი ნამდვილად არ ჯდება.
Internet.ge