აზერბაიჯანისა და
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ერთმანეთს პარიზში გამართულ
მოლაპარაკებებზე შეხვდნენ, აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის
დარეგულირების შანსები ამოწურული არ არის.
ელმარ მამედიაროვმა და
ედვარდ ნალბანდიანმა შეხვედრა ეუთოს
მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. როგორც ეუთოს საიტი იუწყება,
მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების
გაგრძელებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხის მიმართ.
ეუთოს მინსკის ჯგუფის
თანამთავმჯდომარეები, რომლებმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში გართულებული
სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვეს, უახლოეს მომავალში თავად ჩავლენ რეგიონში.
როგორც სააგენტო
„რეგნუმი“ იუწყება, კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გეგმის მხარდაჭერის
მიუხედავად, აზერბაიჯანი თავის პოზიციას არ ცვლის და მოლაპარაკებების შემდეგაც
მოითხოვს, რომ სომხეთმა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარები გაიყვანოს“.
Internet.ge