პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერის
ბრალდებები დაუსაბუთებელია.
როგორც ჟურნალისტებს კერვალიშვილმა განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც დასაბუთებული არ არის, ადამიანის უფლებებს და უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს.
„ასეთი განცახდებები მისასალმებელი არ არის“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ,
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტს ვიცე-სპიკერი ჰყავს, რომელსაც ხუთი ათასი ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და ის მაინც თანამდებობაზეა.
Internet.ge