„ნაციონალური
მოძრაობის“ ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კვლავ საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი იქნება.
ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს სანდო წყარომ
აცნობა.
მისი ინფორმაციით,
ცისკარიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია.
შეგახსენებთ, რომ ამ მოწვევის
პარლამენტში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ პეტრე ცისკარიშვილია. მართალია,
მმართველ გუნდს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად, გახსნილად ჯერჯერობით არ გამოუცხადებია,
მაგრამ უმრავლესობის ლიდერი ახმეტაში ინტენსიურ შეხვედრებს უკვე მართავს.
რაც შეეხება
ცისკარიშვილის ოპონენტებს, „ქართული ოცნებიდან“ მას ზურაბ ზვიადაური დაუპირისპირდება.
internet.ge