„სახალხო კრებამ“ განიხილა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღმასრულებელი საბჭო, ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრეა.
წარმომადგენლობითი კრების მიერ გავრცელდა
შესაბამისი განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, კრებასა და კოალიციას
შორის მაჟორიტარ
კანდიდატებზე
შესაძლო შეთანხმება კოორდინირებული ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტია. თუმცა ამავე განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება არ გულისხმობს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას.
„აღნიშნულ
საკითხებთან
დაკავშირებით
კონსულტაციების
დაწყების უფლებამოსილება აღმასრულებელმა საბჭომ მიანიჭა საბჭოს ოთხ წევრს: ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს.
"სახალხო
კრების"
აღმასრულებელი
საბჭოს გუშინდელი მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ სახელისუფლებო მედიაში ატეხილი აჟიოტაჟსა და კომენტარების გამო, საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "სახალხო კრება" არის თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა ერთიანი გუნდი და რეალურ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება არ გულისხმობს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას",
- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge