მმართველი გუნდის
წევრი, გოკა გაბაშვილი საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ინვესტიციებსა და
სხვადასხვა სახის ცივილიზებულ კონტაქტებს მიესალმება.
როგორც ჟურნალისტებს „მადნეულისა“ და „კვარციტის“ გაყიდვასთან დაკავშირებით, გაბაშვილმა
განუცხადა, საფრთხე არის პოლიტიკურ ინვესტიციებში და არა ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთობებში.
„თუ ქართულ პოლიტიკაში რუსული
ფული შევა, ეს ცუდია, ხოლო თუ რუსული ფული ქართულ ბიზნესში შევა, ეს ცუდი არ არის.
ჩვენ მივესალმებით – ტურისტებს, რომლებიც საქართველოში დახარჯავენ ფულს, ბიზნესმენებს თუ ისინი საქართველოს დახარჯავენ
ფულს და არ მივესალმებით – რუსეთიდან ტანკისტებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე
საქართველოს ტერიტოტრიაზე არიან“, – დასძინა მან.
internet.ge