კოალიცია
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, სენაკში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს შეხვდა.
ალასანიამ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნების“ გეგმები და ის ხედვა გააცნო, რომლითაც კოალიცია ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.
„სახელმწიფოს
ვალია დააფასოს საკუთარი ჯარისკაცი, ჩვენი ღირსების საქმეა, რომ მებრძოლი იყოს ყველაფრით უზრუნველყოფილი. „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ ომში დაღუპული
ჩვენი
გმირების შვილები მიიღებენ სრულფასოვან განათლებასა და ჯანდაცვას სახელმწიფოს ხარჯზე“ , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სენაკში, ვეტერანებთან შეხვედრაზე.
internet.ge