საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის
ნიკოლოზ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, დღეს
ვატიკანში გაემგზავრება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 21-23 ივნისს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია
საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20
წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვანი
საკითხი განიხილება.
Internet.ge