აზერბაიჯანმა დასავლეთს სომხეთის ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
აზერბაიჯანის
ვიცე-პრემიერმა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტის
თავმჯდომარემ ალი ჰასანოვმა დასავლეთს სომხეთის ამჟამინდელი და წინა
ხელმძვანელობის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - იუწყება აზერბაიჯანული მედია.
„კოჩარიანი და სარქისიანი
აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას, ასევე ხოჯალინის გენოციდსა და ადამიანების
დეპორტაციას ხელმძღვანელობდნენ. რატომ არ გამოიყენება ამ ადამიანების წინააღმდეგ
სანქციები?“ - განაცხადა ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ „სომხეთში შიმშილი და სიღატაკე
მეფობს, ადამიანები ტოვებენ ქვეყანას. სომხეთი დღეს არავის სჭირდება. აზერბაიჯანი
კი, სტრატეგიული თვალსაზირისთ, სჭირდება რუსეთსაც, აშშ-საც და ევროპასაც“ -
განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
Internet.ge