ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის წარდგენა ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე მოხდება, თვის ბოლომდე კი,
პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კონცეფციაზე,
დღეს, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს,
სადაც დეპუტატებმა პროექტს მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის
დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ სტაბილური, უსაფრთხო, მშვიდობიანი და განვითარებული კავკასიის რეგიონი ქართული სახელმწიფოს გენერალური იდეაა.
მისი
თქმით, კონცეფციაში სწორედ ეს გენერალური იდეა არის წარმოჩენილი.
პროექტს
დადებითად აფასებს – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, თუმცა კანონმდებელი ითხოვს, რომ კონცეფციას ახალი ქვეთავი – „პოლიტიკა, სამართალი, უსაფრთხოება“ –დაემატოს, რაზეც
წიკლაურმა განაცხადა, რომ დოკუმენტში დარჩიაშვილის წინადადებას გაითვალისწინებენ.
შეგახსენებთ,
რომ თავდაპირველად, დოკუმენტს სტრატეგიის სახე ჰქონდა, რომლის დამტკიცების უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს. ამჯერად კი მას კონცეფციის სახელით პარლამენტი დაამტკიცებს. ამასთან, პროექტში
იდება კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის თანახმად, მას რისკების შესახებ ახალი ქვეთავი დაემატება და დოკუმენტში ტერიორიზმისგან მომდინარე საფრთხეები გაიწერება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიელ და ქართველ ხალხებს ემუქრება.
internet.ge