GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას „ყაჩაღი ბანკების“ სისტემიდან გაძევებას ურჩევს
14:51 21.06.2012
დღის სიახლეები

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდრი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას „ყაჩაღი ბანკების“  სისტემიდან გაძევებისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ ბანკის ტოტალური ნაციონალიზაცია უნდა დაიწყოს.

„ჩამოაწერონ ხალხს კაბალური პროცენტის უღელი, მოახდინონ ვალების რესტრუქტურიზაცია, ამასთან ვაცხადებთ ბანკირთა შავ სიას, ვინც ხალხი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.

‘’საქართველოს ბანკი" – გილაური, ‘’ლიბერთი ბანკი" –  გურგენიძე, ‘’თი ბი სი ბანკი"  – ხაზარაძე, ‘’ბანკი რესპუბლიკა" – პაპაშვილები, ‘’ვი თი ბი ბანკი" - ჩხარტიშვილი.

მივმართავთ მსოფლიო საბანკო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ თანამშრომლობა ამ ბანკებთან, რადგან მათი პირველადი კაპიტალი შეიქმნა ყაჩაღობით და შავი ფულით, რაც დღემდე გრძელდება“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ამასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გუშინ „საქართველოს ბანკთან“ მომხდარ ინცინდენსაც გამოეხმაურა.

„გუშინ მთელი ქვეყნიერება შეძრა ბანკისგან გამწარებული ადამიანის პირდაპირ ეთერში თვითმკვლელობის მცდელობამ, ასეთ ზღვარზე ბანდ-ბანკებისგან მიყვანილია მთელი საქართველო, ასიათასობით ოჯახს ელოდება ქონების დაყადაღება, სახლების გაყიდვა“,- დასძინა ნათელაშვილმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"თბილისი, ჩემი ქალაქის“ ჩვენება სექტემბერში იგეგმება1
სააკაშვილი: რამდენიმე დღეში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ2
პარლამენტში კონფერენცია მიმდინარეობს3
“ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს4
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოძღვარმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X