რუსეთ-საქართველოს
საბაჟო შეთანხმება, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მიერთების შემდეგ შევა
ძალაში - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის
დირექტორმა, მარია
ზახაროვამ.
როგორც
ცნობილია, შვეიცარიული მხარის მიერ შემუშავებულია კომპრომისული ვარიანტი საქართველოს ტერიტორიაზე,
კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოძრავი ტვირთების მონიტორინგის
შესახებ, რაც სპეციალურად შერჩეული კომპანიის საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა
გააკონტროლონ.
როგორც
ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ეს შეთანხმება სეპარატისტული რესპუბლიკების უკმაყოფილების მიზეზი
გახდა, რამდენადაც მოსკოვმა აღნიშნული დოკუმენტით ეჭვქვეშ დააყენა აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“, როცა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელშიც ეს
ტერიტორიები „კორიდორებადაა“ მოხსენიებული. სეპარატისტულმა რეჟიმებმა მაშინ
განაცხადეს, რომ „თავის ტერიტორიაზე“ არანაირ დამკვირვებლებს არ დაუშვებდნენ.
თუმცა, დღეს
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშული
კომპანიის მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე“.
internet.ge