„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ნაწილი უკვე შეარჩია
„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე – გია გოზალიშვილი იქნება.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი”-ს სანდო წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდის
დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ძიუდოისტი - ზაზა კედელაშვილი
იქნება, ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი დეპუტატი – მარიკა ვერულაშვილი, ხოლო საგარეჯოს,
ამავე რაიონის გამგებელი - გია ჩალათაშვილი.
რაც შეეხება გურჯაანს, წყაროს ცნობით, ამ
ქალაქზე ხელისუფლება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, საუბარია პარლამენტის მანდატურთუხუცესის - მურთაზ შალუაშვილის კანდიდატურაზე.
Internet.ge