დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას არავინ ახორციელებს და ამ საკითხზე, გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით, "ინტერნეტ.ჯი"-ს წიკლაურმა განუცხადა, “ქართული ოცნება” რეიტინგის შექმნას სპეკულაციებითა და მუქარებით ცდილობს.
წიკლაურის თქმით, ივანიშვილის გუნდის მხრიდან, პოლიტიკური სპეკულაციები და ირაციონალური მუქარა ახალი არ არის.
“ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანონმდებლობის სრული დაცვით და იმ ვადების გათვალისწინებით, რაც სახელმწიფო ორგანოს, ამ გადაწყვეტილების საბოლოო მიღებისათვის ევალება. ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, ხოლო მათი პოლიტიკური ძალა რეიტინგის შექმნას სპეკულაციებითა და მუქარებით ცდილობს. “ქართული ოცნება” რუსულ ძალას წარმოადგენს და მათ პასუხს ქართველი ხალხი გასცემს”, - დასძინა მან.
მაია ფანჯიკიძემ, დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავს ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიანიჭოს.
internet.ge