ჩეჩნეთის
ლიდერმა ინვესტორების მოზიდვის პრობლემა მარტივად მოაგვარა. მან მედიას სიტყვა
„ფორმირების“ (უკანონო შეიარაღებული ფორმირება) გამოყენება აუკრძალა, რაც მისი
აზრით, ინვესტორებს აფრთხობს.
რამზან
კადიროვი ბრაზობს, რომ მედია ჩეჩნეთში „უკანონო შეიარღებული ფორმირებების“
არსებობაზე წერს და ამით ინვესტორებს ჩეჩნეთში ინვესტირების სურვილს უკარგავს.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ასეთი ბანდფორმირებები აღარ მოქმედებენ და დარჩენილია
მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც „საამართალდამცავები ანადგურებენ“.
კადიროვი დარწმუნებულია, რომ „ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე
ყველაზე უსაფრთხო რეგიონია“.
„ჩვენ გვაქვს ყველაზე მშვიდი, ყველაზე სასურველი
რესპუბლიკა,
როგორც ინვესტორებისთვის, ისე ტურისტებისთვის“
- განაცხადა კადიროვმა და პრესას მიმართა, აღარ გამოიყენონ ჩეჩნეთზე
საუბრისას სიტყვა „ფორმირება“, რის გამოც რესპუბლიკის მიმართ არასწორი
შთაბეჭდილება იქმნება და ის პოტენციურ ინვესტორებს კარგავს.
internet.ge